This is a specific ad

13-15 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

53

Another advertisement
16 ივნისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი.
ქ. თბილისში 13 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 14-15 ივნისს კი თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13-14 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ხოლო 15 ივნისს დღის ბოლოს დაფიქსირდება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13-14 ივნისს ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ხოლო 15 ივნისს დღის ბოლოს შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Azərbaycan Dövlət Komitəsinin nümayəndə heyəti Tbilisidə bir sıra görüşlər keçirib
Öncəki yazı
საქართველომ თურქეთიდან ნატოს სტანდარტების შესაბამისი ჯავშანტრანსპორტიორები შეიძინა