This is a specific ad

13 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 19 წლის მამაკაცია დაკავებული

17

Another advertisement
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 13 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. დაკავებული 19 წლის მამაკაცია.
როგორც საგამოძიებო ორგანოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღწერილი, ახალგაზრდს მამაკაცმა 13 წლის გოგონა სოციალური ქსელის ,,FACEBOOK“-ის საშუალებით გამოგონილი სახელით გაიცნო. გაცნობიდან მალევე, მათ შორის მიმოწერამ ინტენსიური ხასიათი მიიღო, ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან „Facebook/Messenger“-ის ვიდეოზარების საშუალებით, მას შემდეგ კი რაც ბრალდებულმა გოგონას ნდობა მოიპოვა დაშინებით და შანტაჟის გზით, დაზარალებული აიძულა მის წინაშე გაშიშვლებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენებით დაემუქრა.
2024 წლის მაისში არასრულწლოვანი დაზარალებულის 17 წლის დას და მამინაცვალს 13 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის ვიდეო-ფაილები გადაუგზავნა.
ბრალდებულმა მის წინაშე გაშიშვლება დაზარალებულის დასაც მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალებულის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრა. უარის მიღების შემდეგ კი ბრალდებულმა სოციალური ქსელ ,,FACEBOOK“-ში გამოაქვეყნა, 13 წლის, არასრულწლოვანთან ვიდეოზარებით კომუნიკაციისას გადაღებული ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებული არასრულწლოვანის დედის მიმართვისთანავე დაიწყო გამოძიება. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მის მობილურ ტელეფონში, ნანახი იქნა 13 წლის გოგოს ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერები, რომლებიც მტკიცებულების სახით იქნა ამოღებული.
19 წლის ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Kateqoriya: Cinayət
Sonrakı yazı
Azərbaycan Dövlət Komitəsinin sədri Gürcüstanda səfərdədir
Öncəki yazı
Avropa Azərbaycan qazını Ukrayna ərazisindəki Rusiya qaz kəmərləri ilə nəql etmək istəyir