This is a specific ad

12 რეკომენდაცია: რა და როგორ (არ) შეასრულა საქართველომ

63

Another advertisement

ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გაასაჯაროვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისთვის წარდგენილი ზეპირი მოხსენება, რომელშიც ევროკომისია ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიერ ბრიუსელის მიერ მიცემული რეკომენდაციის შესრულებას აფასებს.

ოლივერ ვარჰეის განცხადებით, შეფასებისას გამოიყენეს შემდეგი სისტემა:

  1. არ არის პროგრესი – ანუ არ დაწყებულა რეკომდენაციის შესრულება;
  2. შეზღუდული პროგრესი – რეკომენდაციის შესრულება დაიწყო, მაგრამ ადრეულ ეტაპზეა;
  3. გარკვეული პროგრესი – ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ საჭიროა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, პროგრესი 50%-ზე ნაკლებია;
  4. მნიშვნელოვანი პროგრესი – გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მაგრამ კვლავ მისაღებია რიგი ზომები, პროგრესი 50%-ზე მეტია;
  5. სრული პროგრესი – რეკომენდაცია შესრულებულია.

მისი განცხადებით, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია. ესენია:

1.გენდერული თანასწორობის გაძლიერება და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ;

2.საქართველოს სასამართლოების მიერ განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს [„სტრასბურგის“] გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინება;

3.ახალი სახალხო დამცველის გამჭვირვალედ დანიშვნა.

შვიდ რეკომენდაციაზე საქართველოს გარკვეული პროგრესი აქვს, ამბობს ევროკომისარი. ესენია:

  1. პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა;
  2. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  3. სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ფუნქციონირება და საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება, ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა;
  4. ანტიკორუფციული სააგენტოს გაძლიერება;მოწყვლადი ჯგუფების და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება;
  5. სასამართლო რეფორმის სტრატეგიის მიღება;
  6. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერება.

შეზღუდულ პროგრესს საქართველომ მიაღწია: დეოლიგარქიზაციაში.

საქართველოს არ აქვს პროგრესი შემდეგი რეკომენდაციის მხრივ:პლურალისტური მედიის თავისუფალი, პროფესიონალური და დამოუკიდებელი ფუნქციონირება.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
ღარიბი ბიჭის ისტორია, რომელიც ფეხსაცმელზე ოცნებობდა – როგორ გახდა Salvatore Ferragamo მსოფლიო ბრენდი
Öncəki yazı
ფეხით სიარული, როგორც გულის წამალი