This is a specific ad

12 სკოლაში შესაძლოა, სასწავლო პროცესი 2-3 კვირის დაგვიანებით დაიწყოს – რას ამბობს განათლების მინისტრი?

42

Another advertisement

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი, გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი მო­უ­წო­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ სკო­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­რე­მონ­ტო პრო­ცესს გა­გე­ბით შეხ­ვდნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მი­ნის­ტრმა მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც უპა­სუ­ხა შე­კი­თხვას, სკო­ლებ­ში სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ვა­დის გა­და­ცი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამ მხრივ მშობ­ლე­ბის წუ­ხილ­ზე. “იცით, რომ ახლა, ქვე­ყა­ნა­ში და­წყე­ბუ­ლია უპ­რე­ცე­დენ­ტო სას­კო­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი ფაზა, რო­მე­ლიც ერთი მხრივ, არის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვა – 800 სკო­ლის და მე­ო­რე მხრივ, 200 სკო­ლის სხვა­დას­ხვა დო­ნო­რი და პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის. ანუ ჯამ­ში, რომ ავი­ღოთ, ქვე­ყა­ნა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 1000 სკო­ლა­ზე გვაქვს მიმ­დი­ნა­რე ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბი, რო­მელ­თა ნა­ხე­ვა­რი, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 400 სკო­ლის უკვე და­წყე­ბუ­ლია. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს პრო­ცე­სი გარ­კვე­ულ უხერ­ხუ­ლო­ბებს ქმნის. ალ­ბათ, ამას ახ­სნა არ უნდა, რომ ვერ მოხ­დე­ბა იმ სკო­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, მი­თუ­მე­ტეს ახ­ლი­დან აშე­ნე­ბა თუ არ მოხ­და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­და­ტა­ნა ახ­ლომ­დე­ბა­რე სკო­ლებ­ში. ასე­თი და­ახ­ლო­ე­ბით 200 სკო­ლაა და ბუ­ნებ­რი­ვია, ეს გარ­კვე­ულ უხერ­ხუ­ლო­ბებს ქმნის“, – დას­ძი­ნა მან. რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პრო­ცეს­ში გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და სხვა დამ­ხმა­რე მე­ქა­ნიზ­მე­ბი. „მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ყვე­ლას ვთხო­ვო,რომ გა­გე­ბით შევ­ხვდეთ ამ პრო­ცესს, თა­ნად­გო­მა გა­მო­ვუ­ცხა­დოთ პრო­ცესს, ვი­ნა­ი­დან, სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ერ­თდრო­უ­ლად ვერ ხერ­ხდე­ბა“ , – გა­ნა­ცხა­და ამი­ლახ­ვარ­მა. მისი თქმით, სა­რე­მონ­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის დაგ­ვი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს, შე­სა­ბა­მი­სად, მი­მარ­თა­ვენ კა­ნო­ნის ყვე­ლა­ზე მკაცრ სა­შუ­ა­ლე­ბას, რად­გან ამით ზი­ან­დე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი. „გამ­კაც­რე­ბუ­ლია ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე ვა­დებ­ში მოხ­დეს იმ ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბის აღ­მო­ფხვრა, რო­მე­ლიც არის. და­ახ­ლო­ე­ბით ვსა­უბ­რობთ 10-12 სკო­ლა­ზე ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, რო­მელ­საც გარ­კვე­უ­ლი ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბა აქვს და სწო­რედ ამი­ტომ, შე­საძ­ლოა 2-3კვი­რის დაგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­წყოს სწავ­ლა. რო­გორც მშობ­ლე­ბი, ისე მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მთლი­ა­ნად სკო­ლა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია. მზად ვართ ყვე­ლა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­ვუ­ჩი­ნოთ იმ სკო­ლებს, მშობ­ლებს და ბავ­შვებს, სა­დაც ეს უხერ­ხუ­ლო­ბა იქ­მნე­ბა, მაგ­რამ ეს არის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი, სხვა­ნა­ი­რად ვერ მო­ვაგ­ვა­რებთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხს, რა­საც ჰქვია გა­ნათ­ლე­ბა­ში სას­კო­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. ამ პი­რო­ბებ­ში, 3-4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სას­კო­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­კი­თხი მოგ­ვა­რე­ბუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და ამი­ლახ­ვარ­მა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
სტიპენდიას გავაორმაგებთ და დღეიდან 300 ლარი გახდება, რომელსაც 5000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს” – პრემიერი
Öncəki yazı
Gürcüstanın şahmat üzrə qadınlardan ibarət komandası dünya çempionu olub