10 დეკემბრიდან Georgian Airways თბილისსა და პეტერბურგს შორის პირდაპირ ფრენებს იწყებს 

15

Another advertisement

რუსული სამთავრობო გამოცემა ТАСС ამ ინფორმაციას პულკოვოს აეროპორტის მმართველი კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდობით ავრცელებს.

„პულკოვოს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ: ოთხშაბათს და კვირას შესრულდება. ფრენას 3 საათი და 35 წუთი სჭირდება“. – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

2023 წლის 10 მაისს ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულების შესახებ, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდა, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა.

19 მაისს შესრულდა პირველი რეისი მოსკოვიდან თბილისში.

რუსეთთან პირდაპირი ფრენის აღდგენის გამო საქართველოს დემარში გამოუცხადა ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
საგარეჯოში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
Öncəki yazı
Tüllər kənd sakini keçmiş həyat yoldaşını yaralayıb, qadının hazırki ərini isə öldürüb