This is a specific ad

10 წელი ვიცხოვრე ევროპაში და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ევროპელობა. მე მინდა ქვეყნის ევროპული მომავალი, მაგრამ არა ისეთი, როგორზეც ევროკავშირის ელჩი საუბრობს – კახა კალაძე

27

Another advertisement

„ეს არის რიგი ევროპელი ბიუროკრატების მიერ თავს მოხვეული ვირტუალური სამყარო, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს უფლება ჩვენი დამოუკიდებლობით ვიამაყოთ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ევროკავშირის ელჩის საქართველოში პაველ ჰერჩინსკის განცხადების საპასუხოდ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, არავის აქვს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის უფლება.

„არავის აქვს იმის უფლება, რომ ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში და უფრო მეტიც, წინასაარჩევნო კამპანიაში. ვინც უნდა იყოს და რაც უნდა პატივსაცემი ადამიანი იყოს, თუნდაც რომელი ქვეყნის ელჩი, ამის უფლება არავის აქვს. ეს არც ევროპაა, არც ევროპელობა. ხალხს თავს ნუ ახვევთ, თითქოს ეს არის სწორი. ეს არის ჩვეულებრივი მონობა და არანაირი კავშირი არ აქვს ევროპასთან. ეს არის ევროპელი ბიუროკრატების მიდგომა და დამოკიდებულება, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს უფლება ჩვენი დამოუკიდებლობით ვიამაყოთ, არ უნდა ვისაუბროთ სუვერენიტეტზე. ამაზე აქციებიდან პირდაპირ გვესაუბრებოდნენ.

10 წელი ვიცხოვრე ევროპაში და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ევროპელობა და რა არის ძირითადი პრინციპები. ევროინტეგრაციას, ევროპულობას ჩემზე მაგარი მხარდამჭერი არვიცი თუ ჰყავს. მეც, როგორც ბევრ ქართველს, მინდა ქვეყნის ევროპული მომავალი, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ბატონი ელჩი ამბობს. ეს არის ევროპელი ბიუროკრატების მიერ თავს მოხვეული ვირტუალური სამყარო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Puff Diddy-ის საქმეს 25 არასრულწლოვანის სარჩელი შეემატა
Öncəki yazı
ევროკავშირის ელჩის განწყობებზე – რა მოსწონს და რა არა, ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ქართველმა ხალხმა არ უნდა იაროს – კახა კალაძე