This is a specific ad

10 მიზეზი, რომელიც ხელს უშლის წონის დაკლებას

9

Another advertisement

უარი თქვით გაზიან სასმელებზე და ფასტფუდზე, ეცადეთ, ჯანსაღი საკვები მიირთვათ და რეგულარულად იაროთ სპორტდარბაზში.მაგრამ თუ ეს ღონისძიებები უშედეგოა შესაძლოა გარემოებები ან ჩვევები გიშლით ხელს მიზნის მისაღწევად.

1. მედიკამენტების მიღებათუ იღებთ ანტიდეპრესანტებს, ორალურ კონტრაცეპტივებს, ეპილეფსიის, ბიპოლარული აშლილობის, შიზოფრენიის, შაკიკის ან დიაბეტის სამკურნალო საშუალებებს, მათ შეიძლება შეაფერხოს წონაში დაკლების პროცესი. ალერგიის ზოგიერთ წამალს და ბეტა-ბლოკატორებს იგივე ეფექტი აქვს.

2. დაავადებებიზოგიერთმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს წონაში მატება. მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, საკვერცხეების პოლიკისტოზი, კუშინგის სინდრომი, დიაბეტი, ჰორმონალური დარღვევები, ძილის აპნოე, ბულიმია.

3. მენოპაუზაქალის სასქესო ჰორმონების წარმოების დაქვეითება იწვევს არა მხოლოდ ალებს, ძვლების სიმყიფეს და განწყობის ცვალებადობას, არამედ წონის მატებას. მეტაბოლიზმი ნელდება და ცხიმის მარაგი ძირითადად წელის არეში გროვდება.

4. ძილის ნაკლებობაერთ-ერთი ყველაზე მარტივი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ წონის დასაკლებად, არის შვიდი საათის განმავლობაში ძილი. თუ ნაკლები გძინავთ, ეს იწვევს პრობლემების მთელ კასკადს – შენელებულ მეტაბოლიზმს, სტრესის ჰორმონის კორტიზოლის, სისხლში შაქრის დონის მატებას და ქსოვილების მგრძნობელობის დაქვეითებას ჰორმონ ინსულინის მიმართ.ეს ყველაფერი იწვევს მადის და სხეულში ცხიმის მატებას.

5. ღამის ბუ ხარკვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ადრე იღვიძებენ, საშუალოდ ნაკლები წონა აქვთ. შესაძლოა, ეს გამოწვეულია იმით, რომ დილის განათება ხელს უწყობს სხეულის შინაგანი ბიოლოგიური რითმების სინქრონიზაციას დღისა და ღამის ბუნებრივ რიტმებთან.ეს ხელს უწყობს ძილის რეგულარულ რეჟიმს და მეტაბოლიზმის კარგად მუშაობას. არ დაივიწყოთ D ვიტამინი, რომელიც ცხიმების წვას უწყობს ხელს. ის საუკეთესოდ მუშაობს დილით მზის შუქზე.

6. თქვენ ხშირად დაფრინავთ მსოფლიოს გარშემოდროის ზონების ხშირი ცვლილება იწვევს ჯეტლაგს – ორგანიზმის შიდა ბიოლოგიური საათის გაუმართაობას. სხვა საკითხებთან ერთად, ეს გავლენას ახდენს ნაწლავის მიკრობიომზე (მიკროორგანიზმების საზოგადოება, რომლებიც ბინადრობენ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში), რაც იწვევს წონის მატებას.

7. არ გაქვთ ახლობლებისგან მხარდაჭერათუ მეგობრები რეგულარულად გიწვევენ ლუდის დასალევად, წონის დაკლება გაცილებით გაგიჭირდებათ.

8. სტრესინერვიულობისას, იმატებს ჰორმონ კორტიზოლის დონე, რაც მატებს მადას და იწვევს ემოციურ გადაჭარბებულ კვებას. სტრესი გაიძულებს ცხიმიანი, ტკბილი, მაღალკალორიული საკვების მირთმევას. სტრესი საუკეთესოდ იხსნება ფიზიკური დატვირთვით.

9. გვიანი ვახშამიროცა დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე ჭამთ, ორგანიზმს უჭირს კალორიების დაწვა, ამიტომ ვახშამსა და დაძინებას შორის ინტერვალი მინიმუმ სამი საათი უნდა იყოს.

10. თქვენ არ საუზმობთროდესაც დღის პირველი კვება რეგულარულად ხდება შუადღისას, სავარაუდოდ, ზედმეტს შეჭამთ. ცილებითა და ბოჭკოებით მდიდარი საუზმე, რომელსაც გაღვიძებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მიირთმევთ, დაგეხმარებათ უფრო დიდხანს იყოთ მაძღარი და დღის მეორე ნახევარში ნაკლები ჭამოთ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
მარნეული დღეს მუსიკალურ საღამოს უმასპინძლებს
Öncəki yazı
საქართველოს რკინიგზა ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ