This is a specific ad

1 მარტიდან პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონი მკაცრდება

11

Another advertisement

1 მარტიდან, მას შემდეგ რაც “პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ” კანონის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება, კომპანიებს მოქალაქეებისთვის სარეკლამო შეტყობინებების უნებართვოდ გაგზავნის უფლება შეეზღუდებათ. განურჩევლად იმისა ეს შეტყობინება გაგზავნილი იქნება მობილურზე თუ ელექტრონულ ფოსტაზე.

კანონის ამ ცვლილები შესაბამისად: შეტყობინების გაგზავნა უნდა მოხდეს მხოლოდ წინასწარი თანხმობის შემთხვევაში, ასევე სარეკლამო შეტყობინებებზე უარის თქმის უფლება მოქალაქეებს ნებისმიერ დროს შეეძლებათ, რაზედაც კომპანია ვალდებულია მოთხოვნა 7 სამუშაო დღის ვადაში დააკმაყოფილოს, მნიშვნელოვანია, რომ შეტყობინების მიღებაზე უარის თქმა შესაძლებელი უნდა იყოს მარტივად.

იმ შემთხვევაში თუ სარეკლამო შეტყობინების გაგზავნის წესი დაირღვევა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, მოქალაქის მიმართვის საფუძველზე განიხილავს საჩივარს და კომპანიას ჯარიმის სახით დაეკისრება: 2 000 ლარი თუ მისი (კომპანიის ან მეწარმის) ბრუნვა 500 000 (ხუთასი ათას) ლარამდეა, 3 000 ლარი თუ კომპანიის ბრუნვა 500 000 ლარზე მეტია, ხოლო ნებისმიერი დამამძიმებელი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში ჯარიმები იზრდება. დამამძიმებელ გარემოებად ითვლება:

  • 1 წლის განმავლობაში იგივე ქმედების განხორციელება, რის გამოც კომპანია ერთხელ უკვე იყო დაჯარიმებული
  • დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით ან ასეთი საფრთხის შექმნა
  • არასრულწლოვანის მონაცემების დამუშავება ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით
  • ქმედების ჩადენა ანგარებით
  • ქმედების განხორციელება დისკრიმინაციის მიზნით.

პირს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია მასთან საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვების წყაროს შესახებ; თუ თქვენ უარს არ იტყვით სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე, ამას კომპანია თანხმობად ვერ ჩათვლის.

“პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ” ახალი კანონი საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 3 ივლისს მიიღო, საკანონმდებლო მაცნეზეც გამოქვეყნებულია და ზოგიერთი მუხლი უკვე ძალაშიც არის შესული, თუმცა ძირითადი ნაწილი მაინც 2024 წლის 1 მარტიდან შევა ძალაში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Şair Nizami Paşa Saraclı torpağa tapşırıldı – FOTO/VİDEO
Öncəki yazı
Ge • Az 2 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში (მარნეული, რუსთაველის #71ა) 10:00 საათიდან 16:30 საათამდე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო კარდიოლოგიური კონსულტაციებისა და კვლევების ჩატარება შეეძლება