This is a specific ad

1-ელი იანვრიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ვადები და ტარიფები იცვლება

47

Another advertisement

საქართველოს მთავრობის №471 დადგენილებით, 2024 წლის 1 იანვრიდან  იცვლება სურსათის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ვადები და საფასური, ცვლილება შეეხება  შემდეგ მომსახურებებს:

·         ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციისა და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის  იმპორტის/ტრანზიტის ნებართვა;

·         ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული, ჰიგიენური სერტიფიცირება;

·         ცხოველთა საკარანტინო ვეტერინარული ზედამხედველობა;

·         ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია;

·         წყლის სასაქონლო პროდუქციისთვის კატეგორიის მინიჭება; კონსულტაცია  და ა.შ.

·         ვეტერინარული ზედამხედველობა  და ვეტერინარული შემოწმების საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტის გაცემა. 

ახალი ტარიფები და ვადები შესაბამისობაშია  მომსახურების გაწევისთვის საჭირო ადამიანურ რესურსსა და ფინანსურ დანახარჯებთან. ცვლილება  ხელს შეუწყობს მომსახურებების ეფექტიანობის  ზრდას და  დაინტერესებულ პირთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

იმის გათვალისწინებით, რომ ხშირია მომსახურების გაწევის მოთხოვნა არასამუშაო საათებში,  1 იანვრიდან,  შაბათ-კვირა ან უქმე დღეს დაემატება მომსახურების გაწევა არასამუშაო საათებში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ექსპორტის მოცულობამ 11 თვეში გადააჭარბა 2022 წლის წლიურ მაჩვენებელს და 5.6 მილიარდი დოლარი შეადგინა – ვახტანგ ცინცაძე
Öncəki yazı
14 dekabrdan bu qanun qüvvəyə minəcək – ƏTRAFLI