This is a specific ad

ჰუსეინ იუსუბოვი: აზერბაიჯანმა უკვე გააცნო სამართლიანობის საქმე მთელ მსოფლიოს, სომხეთმა კი უნდა იცოდეს, რომ 90-იანი წლები აღარ არის

54

Another advertisement

საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარემ, ,ჰუსეინ იუსუბოვმა, 16 აგვისტოს სომხეთის ინიციატივით გამართული გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თავისი დამოკიდებულება დააფიქსირა.

„თუკი სომხეთის მიერ გაეროში განხილულ საკითხზე გადაწყვეტილება აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიიღება, მე ვიტყოდი, რომ ეს იქნება 21-ე საუკუნის ყველაზე უსამართლო გადაწყვეტილება, რადგან საუბარია აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობაზე.თითოეული სახელმწიფო თავის საზღვარზე ათავსებს სასაზღვრო-კონტროლის გამშვებ პუნქტს და აღრიცხავს შემომავალ საქონელსა და ამ პუნქტში მოსულ და მიმავალ ადამიანებს. ყველა დეკლარირებადი ტვირთი, რომელიც კანონით არ არის აკრძალული, საბაჟო პუნქტებზე გადის.სომხებს სურთ გადაიტანონ ისეთი საქონელი, რომელიც არ არის გათვალისწინებული კანონით და ამიტომ ასე საზღვრის გადაკვეთა დაუშვებელია, ანუ სომხებმა უკვე უნდა იცოდნენ, რომ აქ სეპარატიზმი დასრულდა.

აზერბაიჯანმა უკვე გააცნო სამართლიანობის საქმე მთელ მსოფლიოს, სომხეთმა კი უნდა იცოდეს, რომ 90-იანი წლები აღარ არის. აზერბაიჯანს ახლა შეუძლია დაიცვას თავისი უფლებები, მსოფლიოში მცხოვრებ ყველა აზერბაიჯანელს შეუძლია დაიცვას აზერბაიჯანი.

აზერბაიჯანი ჩვენი ეროვნული სახელმწიფოა და გვინდა, რომ ყველაფერი მოგვარდეს ადამიანის უფლებების ფარგლებში. აზერბაიჯანის სახელმწიფო მზად არის ამისათვის და ყარაბაღში მცხოვრები სომხებიც მზად უნდა იყვნენ“. – აღნიშნავს საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე – ჰუსეინ იუსუბოვი.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
ირაკლი ღარიბაშვილი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
Öncəki yazı
İrakli Ğaribaşvili İsrail dövlətinin baş naziri Benyamin Netanyahu ilə görüşüb