This is a specific ad

ჰიჯაბის ტარება ჩემი არჩევანია… ჩემმა ოჯახმა მშვიდად მიიღო ეს გადაწყვეტილება” – ბათუმელი ქალის ახალი ცხოვრება დუბაიში: რას საქმიანობს საემიროებში სალომე ამირა?

15

Another advertisement

თველს დღეს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კუ­თხე­ში შეხ­ვდე­ბით. ასე მა­გა­ლი­თად, სა­ლო­მე დო­ლი­ძე დუ­ბა­ი­ში ცხოვ­რობს, სა­ლო­მე ამი­რა – მას იქ ასე ეძა­ხი­ან. ამ­ჟა­მად ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. ძა­ლი­ან უყ­ვარს თა­ვი­სი საქ­მე და მთე­ლი გუ­ლით ემ­სა­ხუ­რე­ბა მას. სა­ერ­თოდ, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა სა­ლო­მე დუ­ბა­ი­ში, რო­გორ ცხოვ­რობს იქ და რა გზა გან­ვლო ბა­თუ­მი­დან დუ­ბა­იმ­დე, ამა­ზე თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა. – სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბი­სას ვმუ­შა­ობ­დი დუ­ბა­ის ერთ-ერთ ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის ოფის-მე­ნე­ჯე­რად. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში მოვ­ხვდი პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტით ემი­რა­ტებ­ში, კერ­ძოდ, დუ­ბა­ი­ში. ეს იყო ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა, რო­მელ­მაც სა­მა­რად­ჟა­მოდ მი­მი­ზი­და და მო­მა­ჯა­დო­ვა… ემი­რა­ტებ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლა კი სპონ­ტა­ნუ­რად მოხ­და. ერთ დი­ლას გა­ვიღ­ვი­ძე, გა­ვი­ფიქ­რე და ერთ კვი­რა­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე.

❤️

Enter

You sent

თქვენს სფე­რო­ში რა არის მთა­ვა­რი? – ჩემს სფე­რო­ში მთა­ვა­რი გიყ­ვარ­დეს შენი საქ­მე, ზრდი­დე ტუ­რებს რო­გორც სა­კუ­თარ შვილს, გიყ­ვარ­დეს ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი. რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ფე­რი აკე­თო მთე­ლი გუ­ლით და სიყ­ვა­რუ­ლით. ყო­ვე­ლი ტუ­რის­ტი ხვდე­ბა მის­და­მი გა­ცე­მულ სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულს. ეს კი ჩვენ ბუ­მე­რან­გი­ვით ორ­მა­გად გვიბ­რუნ­დე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი სტუ­მა­რი მყო­ლია ტურ­ზე თუნ­დაც 1 დღით, სწო­რედ ეს ტური იყო დიდი მე­გობ­რო­ბის და­სა­წყი­სი. ძა­ლი­ან ბევ­რი სტუ­მა­რი დღეს ჩემი ცხოვ­რე­ბის ძვირ­ფა­სი ნა­წი­ლია და სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი… რა­ტომ­ღაც ისე მოხ­და, ბევ­რი ვერ მე­კი­თხე­ბა თუ რა­ტომ მაც­ვია მუს­ლი­მუ­რი სა­მო­სი. ასე შო­რი­და­ნაც ესა­უბ­რო ხალ­ხს და აუხ­სნა, რა მოხ­და ან რა­ტომ, ბევ­რი ამას ვერ გა­ი­გებს… ვერ აღვწერ იმ გრძნო­ბას, აზა­ნის ხმა­ზე ჩემი გული რო­გორ ძგერ­და. ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ნებ­რი­ვად მო­დის, რა­ღაც გი­ზი­დავს და დგამ რა­დი­კა­ლურ ნა­ბიჯს. ეს ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როა და ბევ­რად პი­რა­დუ­ლი. წლე­ბის წინ ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი ჩემს ასეთ ცვლი­ლე­ბას. აზ­რა­დაც ვერ გა­ვივ­ლებ­დი, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა… მე სა­კუ­თა­რი თავი ვი­პო­ვე და გა­ცი­ლე­ბით უფრო მშვი­დად ვარ… მარ­თლმა­დი­დე­ბელ მო­ძღვარ­თან ამ თე­მა­ზე არ მი­სა­უბ­რია და ვიცი, გული ძა­ლი­ან და­წყდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად პი­რა­დად გა­ვე­სა­უბ­რე­ბი. იმე­დია, შე­მინ­დობს. თუ არის შე­საძ­ლე­ბელი.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
უგერმიერესი ქართული ლობიანი კერძი ლობიანი.
Öncəki yazı
Bu ölkələrin vətəndaşları şirkətlərini Gürcüstanda qeydiyyatdan keçirib