This is a specific ad

ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

17

Another advertisement

ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერებმა განიხილეს დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ, რომელიც 2024 წლის 27 მაისის შეთანხმებას ეფუძნება. ამასთან, ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ განიხილეს სირიაში მიმდინარე მოვლენები, ასადის რეჟიმის დაცემა და რეგიონში ირანის ძალაუფლების შესუსტება.

„ბაიდენმა ხაზი გაუსვა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების აუცილებლობას, ასევე ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას, რაც შესაძლებელი გახდება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შედეგად“, – აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: პოლონური საზოგადოება პოლონეთში ჩასული უკრაინელებისგან დაიღალა
Öncəki yazı
უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მომავალი მრჩეველი აცხადებს, რომ ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის მოლოდინშია