Another advertisement
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინა ჯერ არ არის მზად ნატოს წევრობისთვის, რუსეთის ომი უკრაინაში მანამდე უნდა დასრულდეს, სანამ ალიანსი განიხილავს თავის რიგებში კიევის დამატებას.
“მიუხედავად იმისა, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანების განხილვა ნაადრევი იყო, აშშ და მისი მოკავშირეები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დახმარებას გააგრძელებენ. არ მგონია ნატოს წევრი ქვეყნები თანახმა იყვნენ იმაზე, რომ უკრაინა ამ მომენტში, ომის შუაგულში, შემოგვიერთდეს“, – თქვა მან.მისივე თქმით, ზელენსკის ამ საკითხზე ვრცლად ესაუბრა და დაჰპირდა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის უსაფრთხოებისა და შეიარაღების უზრუნველყოფას.