This is a specific ad

ჯორჯიან მანგანეზი“ – კომპანიამ ფეროშენადნობების წარმოება შეამცირა და 11-დან 8 ღუმელი გათიშა

40

Another advertisement

ფეროშენადნობების მწარმოებელმა უმსხვილესმა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ პროდუქციის წარმოება 75%-ით შეამცირა და 11-დან 8 ღუმელი გააჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს. „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორის, ლაშა თუთბერიძის განცხადებით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში საწარმოო სიმძლავრეები პირველი სექტემბრიდან 25%-მდე შეამცირეს, რაც უკანასკნელი 1 წლის მანძილზე, ფეროშენადნობების მსოფლიო ბაზარზე არსებული კრიზისითაა გამოწვეული. „ჩვენ ვცდილობთ, რომ ვამუშაოთ ღუმელების რაოდენობა იმის შესაბამისად, თუ რამდენი გვექნება ელექტროენერგიის გამომუშავება ვარციხე ჰესების კასკადზე“,- განაცხადა თუთბერიძემ. მისი თქმით, წარმოების შემცირების მიუხედავად, ყველა დასაქმებული ხელფასის 100%-ს მიიღებს, როგორც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, ასევე, ჭიათურის საწარმოებში. „მოლოდინებს რაც შეეხება, უახლოეს მომავალში, 6 თვეში, გლობალური კრიზისის გამოსწორების პერსპექტივას ვერ ვხედავთ. სიტუაციიდან გამოსავლად მიგვაჩნია ის, რომ შევძლოთ თანამშრომლების ხელფასების გადახდა და წარმოების გაგრძელება იმ სიმძლავრეებით, რაც ამისთვის საჭირო იქნება“,- აცხადებს თუთბერიძე. როგორც „ჯორჯიან მანგანეზში“ განმარტავენ, დამატებით, ზაფხულის სამ თვეში ექსპორტზე 17 500 ტონა ფეროშენადნობები გადატვირთვა მოხდა აშშ-ის ბაზარზე, კერძოდ კომპანიის ტრეიდერთან. „ეს პროდუქტი არავის ესაჭიროება, უბრალოდ მისი გირავნობით კომპანიამ 20 მილიონი დოლარის სესხი აიღო საკრედიტო ინსტიტუტებიდან და ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროდუქტი გავყიდეთ, დასაწყობდა ამერიკაში. სწორედ ამით ვახერხებთ საწარმოს რჩენას”, – განაცხადა თუთბერიძემ. თუთბერიძის თქმით, ფეროშენადნობების ბაზარზე არსებული კრიზისი გრძელდება უკვე ერთი წელია. „ კომპანიაში არ აქვთ მოლოდინი, რომ უახლოეს თვეებში მდგომარეობა გამოსწორდება, გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტობრივად ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის დასაწყისში არსებულ მაჩვენებლებს უთანაბრდება. ყველა ეკონომისტის მოლოდინი არსებობს იმისა რომ კრიზისი გლობალურ ჭრილში მსოფლიოში აუცილებლად იქნება, რომელიც მხოლოდ ფეროშენადნობებს არ შეეხება“, – აღნიშნა თუთბერიძემ. ამასთან, აღნიშნულია, რომ მიუხედავად ფეროშენადნობების წარმოების მოცულობის შემცირებისა ზესტაფონში, კომპანია ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების მოცულობის შემცირებას არ გეგმავს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
როგორი უნდა კვება ნაღვლის ბუშტის ჯანმრთელობისთვის
Öncəki yazı
ვის ეკუთვნის და რა შემოსავალი აქვს კომპანიას, რომელიც ქუთაისის აეროპორტის ახალ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს დააპროექტებს