This is a specific ad

ჯანმო: ყოველი მეათე მოზარდი მსოფლიოში სოციალურ ქსელებსა და კომპიუტერულ თამაშებზეა დამოკიდებული

60

Another advertisement

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ყოველი მეათე მოზარდი მსოფლიოში სოციალური ქსელებითა და კომპიუტერული თამაშებით გადაჭარბებული გატაცების გამო ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე დგება.

ჯანმოს ევროპული ბიუროს ახალი მონაცემების მიხედვით, მოზარდებს შორის სოცქსელების პრობლემურ გამოყენების მაჩვენებელი 7%-დან (2018 წელი) 11%-მდე (2022) გაიზარდა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ თამაშებზე დამოკიდებულებასთან ერთად, ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ახალგაზრდობის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ციფრული ტექნოლოგიების გავლენის მხრივ.

ჯანმოს წარმომადგენლებმა 2022 წელს 44 ქვეყანაში თითქმის 280 ათასი მოზარდი გამოჰკითხეს. აღმოჩნდა, რომ მოზარდების 11%-ს არ შეუძლია სოციალურ ქსელებში საკუთარი ყოფნა აკონტროლონ, თანაც გოგოები ამ პრობლემის წინაშე გაცილებით ხშირად დგებიან, ვიდრე ბიჭები (13% 9%-თან შედარებით), თუმცა ბიჭები უფრო ხშირად ხდებიან დამოკიდებულები კომპიუტერულ თამაშებზე (16% 7%-თან შედარებით).

ჯანმოს ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა, დოქტორ ჰანს კლიუგემ აღნიშნა, რომ საჭიროა დაუყოვნებლივი და თანმიმდევრული ქმედებები, რომლებიც მოზარდებს დაეხმარება გარდატეხონ სიტუაცია სოციალური ქსელების მავნე გამოყენებაში, რაც თავის მხრივ იწვევს დეპრესიას, შფოთვას და სხვა პრობლემებს.

Sonrakı yazı
ზელენსკი ჯო ბაიდენს შეხვდა
Öncəki yazı
29 სექტემბრიდან სამყარო უნიკალური ციური მოვლენის მომსწრე გახდება