მარნეულის მერიამ ჯანდარის დასახლებასა და სოფელ ბეითარაფჩიში სკვერის მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა.
საპროექტო დოკუმენტების მიხედვით, იგეგმება სავალე ბილიკების, განათების, საბავშვო ატრაქციონების, სკამების დამონტაჟება, ასევე ნაგვის ურნების განთავსება და სხვ.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულებიდან 90 დღეში უნდა დაასრულოს.