This is a specific ad

„ხმის მიცემის პროცესი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს“ – ცესკოს სპიკერი

31

Another advertisement

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა გარკვეულ უბნებზე, გარკვეული შემთხვევები ფიქსირდება.

მისვე თქმით, დაფიქსირდა ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის გადაცემის ფაქტი. მისი განმარტებით, ხმის მთვლელი აპარატი ორ ბიულეტენს ერთდროულად ვერ მიიღებს.

მისივე თქმით, ბიულეტენის გადაცემის პროცესში მექანიკური შეცდომის იდენტიფიცირება ადგილზევე ხდება.

“ამ დროისათვის, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. გარკვეულ შემთხვევებში ფიქსირდება საუბნო-საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესში ხელის შეშლის ფაქტები, შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარტიებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და მედიის წარმომადგენლებს, დაიცვან კანონმდებლობა, ნუ ჩაერევიან კომისიის ფუნქციებში და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას.

მედიის წარმომადგენლებმა უნდა დაიცვან საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობის ფოტო-ვიდეო გადაღების წესი, წინააღმდეგაა შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაცია გამოიყენებს კანონით დადგენილ მექანიზმებს.

შეგახსენებთ, ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ ერთი დამკვირვებლები, საერთაშორისო ორგანიზაციებს ორი დამკვირვებელი, რომელთაც შესაძლოა ახლდეთ თარჯიმანი, მედია ორგანიზაციებს ორი წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს – ერთი წარმომადგენელი.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაფიქსირდა ერთი ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის გადაცემის ფაქტი. გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ხმის მთვლელი აპარატი ფიზიკურად ვერ მიიღებს ორ ბიულეტენს ერთდროულად. ბიულეტენის გადაცემის პროცესში მექანიკური შეცდომის იდენტიფიცირება ადგილზევე ხდება და არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა აპარატის მიერ ორი ბიულეტენის ერთად მიღების ფაქტი.

ასევე დაფიქსირდა, ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ, საარჩევნო კაბინაში ბიულეტენის გადაღებისა და გასაჯაროების ფაქტი. როგორც მოგეხსენებათ ფარული კენჭისყრის კაბინაში იკრძალება ფოტო და ვიდეო გადაღება, შესაბამისად ვთხოვთ არჩევნებში მონაწილე მხარეებს, ნუ წაახალისებენ აკრძალულ ქმედებებს”, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
წლევანდელი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, როგორმე საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში – გარწმუნებთ, ამას არ დასჭირდება დიდი დრო – ბიძინა ივანიშვილი
Öncəki yazı
ამინდი იცვლება – პროგნოზი ქალაქების მიხედვით