This is a specific ad

ხანქენდში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

44

Another advertisement

ყარაბაღის რეგიონში, ქალაქ ხანქენდის (სტეფანაკერტი) მახლობლად მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ომბუდსმენის, გეგამ სტეპანიანის განცხადებით, დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, დაშავებულების დახმარების მიზნით, სამედიცინო აღჭურვილობა გაგზავნა. აფეთქების მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მოსახლეობა ავტომობილებისთვის საწვავის მისაღებად რიგში იდგა.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
Paşinyana 10 gün vaxt verildi
Öncəki yazı
İlham Əliyev: “Qarabağ bölgəsində yaşayanlar Azərbaycan vətəndaşlarıdır”