This is a specific ad

წყლის დალევა ჭამის შემდეგ ხელს უწყობს მადის რეგულირებას და წონის კლებას” – როგორია ზაზა თელიას განმარტება აქტუალურ კითხვაზე?

48

Another advertisement

უკვე წლე­ბია არ­სე­ბობს ორი მო­საზ­რე­ბა წყლის საკ­ვებ­თან ერ­თად მი­ღე­ბის თა­ო­ბა­ზე. არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ჭა­მის შემ­დეგ წყლის და­ლე­ვა ხელ უშ­ლის მო­ნე­ლე­ბას და წო­ნის კლე­ბას. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი, დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლო­გი ზაზა თე­ლია თვლის, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­საზ­რე­ბა მცდა­რია და ამ სპე­კუ­ლა­ცი­ის ავ­ტო­რე­ბი ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­ო­ლო­გი­ა­ში ვერ ერ­კვე­ვი­ან. “ეს არის რჩე­ვა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მო­ის­მი­ნოთ მე­გობ­რის­გან სა­დი­ლის დროს ან ექი­მის­გან: ”ჭა­მამ­დე, ჭა­მის დროს და ჭა­მის შემ­დეგ წყა­ლი არ უნდა და­ლიო – ეს საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბის­თვის სა­ზი­ა­ნოა და წო­ნის კლე­ბა­ში ხელს შე­გიშ­ლის. ეს რე­კო­მენ­და­ცია მან შე­იძ­ლე­ბა წლე­ბის წინ მო­ის­მი­ნა ან წა­ი­კი­თხა საბ­ჭო­თა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში და ჩათ­ვა­ლა, რომ ეს სი­მარ­თლე იყო, ან ახ­ლა­ხან წა­ი­კი­თხა ინ­ტერ­ნეტ­ში, სა­დაც ასე­თი არა­სარ­წმუ­ნო ინ­ფორ­მა­ცია სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა და მა­რა­დი­უ­ლად ცო­ცხლობს. მო­დით გან­ვი­ხი­ლოთ ეს სა­კი­თხი: 1. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, წყლის უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის დროს ან მის შემ­დეგ არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ადა­მი­ა­ნის ნორ­მა­ლურ ფი­ზი­ო­ლო­გი­ას. საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბის პრო­ცე­სის სწრა­ფი მი­მო­ხილ­ვა: საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბა იწყე­ბა პი­რის ღრუ­ში, სა­დაც საჭ­მე­ლი ქუც­მაც­დე­ბა და რბილ­დე­ბა – ფი­ზი­კუ­რად ღეჭ­ვით და ქი­მი­უ­რად სა­ნერ­წყვე ჯირ­კვლე­ბი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი ფერ­მენ­ტე­ბით. შემ­დეგ საკ­ვე­ბი საყ­ლა­პა­ვის გავ­ლით გა­და­დის კუჭ­ში, სა­დაც იშ­ლე­ბა კუ­ჭის მჟა­ვა წვე­ნით. ამის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ნა­რე­ვი გა­და­დის წვრილ ნაწ­ლავ­ში. ზე­მოთ მო­ცე­მულ ეტაპ­ზე ხდე­ბა საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შე­წო­ვის 75 პრო­ცენ­ტი. და­ნარ­ჩე­ნი რაც არ შე­ი­წო­ვე­ბა, გა­და­მუ­შავ­დე­ბა მსხვილ ნაწ­ლავ­ში და შემ­დეგ გა­მო­ი­ყო­ფა. მთე­ლი პრო­ცე­სი 24–დან 72 სა­ა­თამ­დე გრძელ­დე­ბა. მითი იმის შე­სა­ხებ, რომ წყა­ლი ახ­დენს კუ­ჭის წვე­ნის გან­ზა­ვე­ბას, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­ო­ლო­გი­ას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გამო: 1. წყა­ლი მი­ღე­ბის შემ­დეგ შე­ი­წო­ვე­ბა კუჭ­ში საკ­მა­ოდ სწრა­ფად – რო­გორც წესი, და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს ნიშ­ნავს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი შე­საძ­ლო გან­ზა­ვე­ბა კუ­ჭის წვე­ნი­სა წყლით ტრან­ზი­ტო­რუ­ლია (გარ­და­მა­ვა­ლი). მაგ­რამ იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ კუჭი წყლით მთლი­ა­ნად სავ­სე იქ­ნე­ბა, ეს ხელს არ შე­უშ­ლის საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბას, რად­გან წყა­ლი ხელს არ შე­უშ­ლის ფერ­მენ­ტე­ბის აქ­ტი­ვო­ბას, რად­გან ფერ­მენ­ტე­ბი უერ­თდე­ბი­ან და ზე­მოქ­მე­დე­ბენ მხო­ლოდ საკ­ვე­ბის ნა­წი­ლა­კებს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რა რა­ო­დე­ნო­ბის წყა­ლია კუჭ­ში. 2. ასე­ვე არც წყა­ლი არ მოქ­მე­დებს კუ­ჭის მჟა­ვი­ა­ნო­ბა­ზე. კუჭი გა­მოჰ­ყოფს და რე­ა­გი­რებს იმ­დე­ნი მჟა­ვის გა­მო­ყო­ფით, რამ­დე­ნიც სა­ჭი­როა კუჭ­ში მოხ­ვედ­რი­ლი საკ­ვე­ბის მო­სა­ნე­ლებ­ლად. არ არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი მჟა­ვის გა­მო­ყო­ფის რა­ო­დე­ნო­ბა, ის და­მო­კი­დე­ბუ­ლია კუჭ­ში მოხ­ვედ­რი­ლი საკ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. 3. მითი, რომ წყა­ლი ანე­ლებს ტემპს, რომ­ლის დრო­საც საკ­ვე­ბი გა­და­დის კუ­ჭი­დან წვრილ ნაწ­ლავ­ში, ასე­ვე ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ფი­ზი­ო­ლო­გი­ას. ჭა­მის დროს წყლის და­ლე­ვა გავ­ლე­ნას არ ახ­დენს კუ­ჭის დაც­ლის სიჩ­ქა­რე­ზე. პი­რი­ქით – ჭა­მის დროს წყლის და­ლე­ვამ შე­იძ­ლე­ბა ხელი შე­უ­წყოს საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით ღეჭ­ვის და ყლაპ­ვის ეტაპ­ზე, სა­დაც მას შე­უძ­ლია ხელი შე­უ­წყოს საჭ­მლის დარ­ბი­ლე­ბას და საყ­ლა­პავ­ში გა­და­ტა­ნას. ასე­ვე კარ­გად ჰიდ­რა­ტი­რე­ბუ­ლი სხე­უ­ლი ეხ­მა­რე­ბა საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბას ელი­მი­ნა­ცი­ის ეტაპ­ზე – ეხ­მა­რე­ბა გა­ნა­ვალს დარ­ბი­ლე­ბა­ში და ნაწ­ლავ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში, შე­სა­ბა­მი­სად ამ­ცი­რებს შეკ­რუ­ლო­ბას. ასე­ვე ჭა­მის წინ წყლის და­ლე­ვის ერთ-ერთი და­დე­ბი­თი ეფექ­ტი არის ის, რომ ის დრო­ე­ბით (გახ­სოვ­დეთ, ის შე­ი­წო­ვე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუთ­ში) იკა­ვებს ად­გილს თქვენს კუჭ­ში. ეს ხელს შე­უ­წყობს ჭა­მის დროს სავ­სე­ო­ბის შეგ­რძნე­ბას. თუ თქვენ წო­ნა­ში დაკ­ლე­ბას ცდი­ლობთ ჭა­მის წინ 1½ – 2 ჭიქა წყლის მი­ღე­ბა ასო­ცირ­დე­ბა ნაკ­ლე­ბი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას­თან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Zelenski Azərbaycanın Ukraynaya minatəmizləmə avadanlıqları verməyə hazır olması barədə danışıb
Öncəki yazı
გადაწყვეტილება, რომელიც 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება – მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რთულდება.