This is a specific ad

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კუთვნილ მანქანებში არაერთხელ გამოვლინდა სხვადასხვა სახის საქონლის უკანონო გადაზიდვის მცდელობა

45

Another advertisement

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კუთვნილ მანქანებში არაერთხელ გამოვლინდა სხვადასხვა სახის საქონლის უკანონო გადაზიდვის მცდელობა.

სომხეთის რესპუბლიკასთან სახელმწიფო საზღვარზე “ლაჩინის” სახელმწიფო საზღვრის გასასვლელი პუნქტი ფუნქციონირების დღიდან შეიქმნა პირობები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კუთვნილი მანქანების სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებისთვის.

01.07.2023 წელს, დაახლოებით 16:41 საათზე, 35VX480 სანომრე ნიშნის „რენოს“ ავტომობილის სალონში, რომელსაც მართავდა 17.06.1976 წელს დაბადებული სომხეთის მოქალაქე ჰარტუნიან გარიკი (პასპორტი: AT0573343), რომელიც სომხეთიდან აზერბაიჯანში ჩამოვიდა, მესაზღვრეებმა მის ხელბარგში დამალული 15 ერთეული მობილური ტელეფონი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც მოხდა დაკავება.

07/03/2023, დაახლოებით 15:52 საათზე, სომხეთიდან აზერბაიჯანში ჩამოსული 1977 წელს დაბადებული სომხეთის მოქალაქე გრიგორიან ვრეჟინის (პასპორტი: AU040291),რომელიც მართავდა სანომრე ნიშნის 768UU22 UAZ მარკის ავტომობილს, მესაზღვრეებმა მის კუთვნილებაში არსებული ავტომობილის სალონსი აღმოაჩინეს 115 ერთეული მობილური ტელეფონის ეკრანი, 120 მობილური ტელეფონის კვების ბლოკი, 1 ეკრანის ბრონი. ქვეყანაში არალეგალურად შემოტანილი ნივთების აღმოჩენის შემდეგ მოხდა მისი დაკავება.

07/05/2023, დაახლოებით 16:10 საათზე, ივეკო 711FF11 სანომრე ნიშნის სატვირთო ავტომანქანაში, რომელსაც მართავდა 04 /26/1981 (პასპორტი: AU0219416), დაბადებული სომხეთის მოქალაქე ჰარუტიუნიან სასუ, 17 ცალი სიგარეტი და 848 კოლოფი სათადარიგო საწვავი 320 ლიტრი ბენზინი აღმოაჩინეს და დააკავეს.

05.07.2023 წელს, დაახლოებით 16:54 საათზე, სანომრე ნიშნის 37FF609 სატვირთო მანქანის სალონში, რომელსაც მართავდა 04.12.1959 წელს დაბადებული სომხეთის მოქალაქე მუსაიელიან ვაკიფი (პასპორტი: AU031091), რომელიც აზერბაიჯანის საზღვარზე იქნა დაკავებული იმ მიზეზით, რომ მას მცდელობა ჰქონდა 125 კოლოფ სიგარეტი და 1000 ლიტრი ბენზინი არალეგალურად შეეტანა ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აღნიშნულის შესახებ მასმედიის საშუალებით იყო გაფრთხილებული. ამის მიუხედავად უკანონო ქმედებები განმეორდა და მათ აღმოსაფხვრელად ზომები არ გატარდა.

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით, ხოლო ლაჩინის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა გამშვებ პუნქტზე აუცილებელ საგამოძიებო ღონისძიებების გატარებამდე დროებით შეჩერდა.

აღსანიშნავია, რომ არალეგალური პროდუქციის გადატანის მცდელობის აღმოფხვრის ყველა ფაქტი ვიდეო კონტროლის მეშვეობით დაფისრდა .

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Marneuli Mədəniyyət Mərkəzi kukla tamaşası nümayiş etdirəcək
Öncəki yazı
ქურთლიარის მოსახლეობა სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის მოწყობას ითხოვს