This is a specific ad

წელს სტუდენტი 16 მსჯავრდებული გახდა

33

Another advertisement

წელს სტუდენტი 16 მსჯავრდებული გახდა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, წელს სტუდენტი 16 მსჯავრდებული გახდა.

უწყების ცნობით, სამსახურისთვის პრიორიტეტულია მსჯავრდებულთა განათლებაზე ზრუნვა.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ასამაღლებლად ზრუნვას აგრძელებს. ამ მიმართულებით სისტემაში წარმატებულად გატარებული რეფორმების შედეგად წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები მსჯავრდებულებმა წარმატებით ჩააბარეს – სტუდენტი გახდა დამატებით 16 მსჯავრდებული.

პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია მსჯავრდებულთა განათლებაზე ზრუნვა. სწორედ ამ მიზნით გასულ წელს პენიტენციურ სისტემაში „ციფრული უნივერსიტეტი” ამოქმედდა. ახალი პლატფორმა მათთვის შესაძლებლობას ქმნის, დისტანციურად მიიღონ უმაღლესი აკადემიური განათლება, ონლაინ რეჟიმში დაესწრონ ლექციებს და ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.

დაწესებულებებში უმაღლესი განათლების მიღების მსურველი მსჯავრდებულების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება; უმჯობესდება უშუალოდ საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობის საშუალებები; დაკმაყოფილებულია ჩასაბარებლად მოსამზადებელი ეტაპისთვის ყველა საჭიროება.

განათლების მიღების მაღალი ხელმისაწვდომობა ნებისმიერ მსჯავრდებულს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში სრულფასოვან რეინტეგრაციაში დაეხმარება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Kateqoriya: Cəmiyyət
Sonrakı yazı
17 sentyabr tarixində Marneulidə “Marneuli El Bayramı” qeyd olunacaq
Öncəki yazı
Bu il 16 məhkum tələbə adını qazanıb