This is a specific ad

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა

35

Another advertisement

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 2 300-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, არსებულ ქრონიკულ და ონკოლოგიურ პრეპარატებს, ანტიჰიპერტენზიული, ანტიკოაგულაციური, ანტიჰისტამინური, ანტიბიოტიკები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო წამლები დაემატა. „ფასწარმოქმნის აღნიშნული მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7 000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება, რის შედეგადაც ფარმაცევტულ ბაზარზე, აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება. რეფორმის მიზანი, მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდება. მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული: nceprice.moh.gov.ge/ui/#/main – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
დღეიდან გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი იწყება
Öncəki yazı
„ქართველმა“ კავკასიურმა ნაგაზმა მსოფლიოში გვასახელა