ძლიერმა ქარმა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. მრავალწლიანი ხეებია მოგლეჯილი ლაგოდეხი-ყვარლისა და ლაგოდეხი-გურჯაანის მიმართულებით, რის გამოც მოძრაობა შეზღუდული იყო.
მსგავსი პრობლემებია ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშიც. სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ გზაზე ძლიერი ქარის გამო წაქცეულია ხეები და სამანქანე მოძრაობა შეფერხებულია.
უამინდობის შედეგად დაზარალდა თელავის მუნიციპალიტეტიც. სოფელ ვარდისუბანში კულტურის სახლის სახურავი დაზიანდა ნაწილობრივ, სადაც ბოლო წლების განმავლობაში საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.
ქარმა ასევე თელავში, კავკასიონის ქუჩაზე, სოფელ წინანდალში და გურჯაანის ცენტრში საახალწლო ნაძვის ხეები წააქცია.
ძლიერმა ქარმა და უამინდობამ რეგიონის მასშტაბით დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ipn.ge