Another advertisement
თბილისში, დადიანის ქუჩაზე მგზავრი ტაქსის მძღოლს დაუპირისპირდა და მანქანა დაუზიანა. ტაბულას ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი ის გახდა, რომ მძღოლმა მგზავრს ძაღლთან ერთად მგზავრობაზე უარი უთხრა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მგზავრი ადგილზე, წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს, მომხდარ ფაქტზე კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.