This is a specific ad

ცნობილია აზერბაიჯანის მიერ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა

23

Another advertisement

აზერბაიჯანიდან პირდაპირმა ინვესტიციებმა საქართველოს ეკონომიკაში 2024 წლის იანვარ-მარტში  12,7 მლნ აშშ დოლარი  შეადგინა .

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში  საქართველოდან აზერბაიჯანში 7,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია დაბრუნდა.

პირველ კვარტალში აზერბაიჯანის წილმა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიან მოცულობის  % შეადგინა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანმა მოცულობამ  201,4 მლნ  აშშ დოლარი შეადგინა, რაც 64,4  %-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობით თურქეთი ლიდერობდა 21%-ით ( 42,4 მლნ  აშშ დოლარი). მას მოჰყვა ჩეხეთი  41,5 მლნ  აშშ დოლარით ( 20,6%) და ამერიკი შეერთებული შტატები 16,7%-თ ( 33,7 მლნ  აშშ დოლარი).

საანგარიშო პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში განხორციელდა –  78.7 მლნ  აშშ დოლარი ან  მთლიანი მოცულობის 39.1% ( 21.5 %-ით მეტი  2023 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე  ). მეორე ადგილი ვაჭრობის სექტორმა დაიკავა –  39,5 მლნ  აშშ დოლარით ანუ  19,6%-ით ( 56,4  %-ით ნაკლები), მესამეზე კი ტრანსპორტი –  38,8 მლნ აშშ დოლარით ანუ  19,3%-ით ( 10,4%-ით ნაკლები).

2023 წელს საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი ინვესტიციები  24%  -ით შემცირდა და 1,6 მლრდ აშშ დოლარი  შეადგინა, საიდანაც 53,6 მლნ  აშშ დოლარი აზერბაიჯანზე მოოდის.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Prezident ikinci müddətə namizədliyini irəli sürmək imkanını istisna etməyib
Öncəki yazı
ივლისიდან მასწავლებელთა ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება