This is a specific ad

ჩი­რის “და­მაჩ­ქა­რე­ბე­ლი” – მოწყ­ო­ბი­ლო­ბა, რომელიც მზის ენერ­გი­ა­ზე მუ­შა­ობს

38

Another advertisement

ქარ­თუ­ლი ჩი­რი და ჩურ­ჩხე­ლა სა­ა­ხალ­წლო და სადღ­ე­სას­წა­უ­ლო სუფ­რის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტი­ა; ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ ჯე­მალ ავა­ლი­ა­ნის გა­მო­გო­ნე­ბა – “კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის საშ­რო­ბი მოწყ­ო­ბი­ლო­ბა მზის ენერ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით” – აჩ­ქა­რებს სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ხი­ლის: კომ­შის, ვაშ­ლის, მსხლის, ლეღ­ვის გა­მოშ­რო­ბის, მის­გან ჩი­რის დამ­ზა­დე­ბის პრო­ცესს; ამ მოწყ­ო­ბი­ლო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი ფორ­მის სარ­კე­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რომ­ლებ­საც კონ­ცენ­ტრა­ტო­რე­ბი ეწო­დე­ბა, მზის ენერ­გია კა­მე­რა­ში გროვ­დე­ბა, სა­დაც გა­მოშ­რო­ბის­თვის სა­ჭი­რო ტემ­პე­რა­ტუ­რა მყარ­დე­ბა, რაც ხი­ლის შრო­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აჩ­ქა­რებს – ჩი­რი რამ­დე­ნი­მე თვის ნაც­ვლად რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მზად არის, ეს კი პრო­დუქ­ცი­ის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბას ამ­ცი­რებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ და­ნად­გა­რი ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა­ა, საშ­რობ კა­მე­რა­ში არა­ნა­ი­რი მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბა არ წარ­მო­იქ­მნე­ბა; და­ნად­გა­რის მუ­შა­ო­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც მზის, ისე ელექ­ტრო­ე­ნერ­გია – ღრუბ­ლი­ან ამინ­დში, რო­ცა მზე არ ანა­თებს, ანუ აპა­რა­ტი ჰიბ­რი­დუ­ლი­ა, რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის ენერ­გი­ის მო­ნაც­ვლე­ო­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით ღა­მით მუ­შა­ო­ბი­სას, რო­ცა რამ­დე­ნი­მე კი­ლოგ­რა­მი ხი­ლის სწრა­ფად გა­მოშ­რო­ბა გვინ­და. – რის­გან შედ­გე­ბა მოწყ­ო­ბი­ლო­ბა? – ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს არის ასან­თის კო­ლო­ფის ფორ­მის დი­დი ყუ­თი, 2 მეტ­რი სიგ­რძი­სა და ერ­თ-ნა­ხე­ვა­რი მეტ­რი სი­გა­ნის, და­ახ­ლო­ე­ბით, 80 სან­ტი­მეტ­რი სიღ­რმის, რო­მელ­შიც თავ­სდე­ბა რამ­დე­ნი­მე კი­ლოგ­რა­მი დაჭ­რი­ლი ხი­ლი. ყუ­თის გარ­შე­მო მო­თავ­სე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მის სარ­კე­ე­ბი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც კა­მე­რა­ში სა­ჭი­რო მიკ­როკ­ლი­მატს ვამ­ყა­რებთ. მოწყ­ო­ბი­ლო­ბას გამ­ჭვირ­ვა­ლე მა­სა­ლის თავ­სა­ხუ­რი აქვს. ყუ­თი შედ­გე­ბა ორი ნაკ­ვე­თუ­რის­გან, რომ­ლებ­საც ქმნის ყუ­თის შიგ­ნი­თ არ­სე­ბუ­ლი გამ­ყო­ფი კე­დე­ლი, ამას­თან, გამ­ყოფ კე­დელ­ში სა­ჰა­ე­რო ნახ­ვრე­ტე­ბი­ა, ყუ­თის გვერ­დი­თა კედ­ლებ­ზე სახ­სრუ­ლად და­მაგ­რე­ბუ­ლია პა­ნე­ლე­ბი; თი­თო­ე­უ­ლი პა­ნე­ლი აღ­ჭურ­ვი­ლია პა­რა­ბო­ლუ­რი სარ­კე­ე­ბით. ყუთს ათავ­სე­ბენ სპე­ცი­ა­ლურ თა­რო­ზე, მი­წის ზე­და­პი­რი­დან გარ­კვე­ულ მან­ძილ­ზე. მი­წის ზე­და­პირ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია მზის სხი­ვე­ბის ამ­რეკ­ლი შრე, რო­მე­ლიც შრო­ბის პრო­ცეს­ში ირეკ­ლავს მზის სხი­ვებს და მი­მარ­თავს მას ყუ­თის ქვე­და მხა­რი­სა­კენ. პა­რა­ლე­ლუ­რად მზის სხი­ვე­ბი ეცე­მა ყუ­თის ზე­და მხა­რე­საც და შრო­ბა ერ­თდრო­უ­ლად ყუ­თის ზე­და და ქვე­და ზე­და­პი­რე­ბი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს. – ამ აპა­რა­ტის პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გვა-­გა­მო­ყე­ნე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა თუ გაქვთ? – რამ­დე­ნი­მე უკ­ვე და­ვამ­ზა­დეთ და ამ­ჟა­მად ამ მე­თო­დით აშ­რო­ბენ ხილს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში – გორ­ში, ქა­რელ­ში, ახალ­ცი­ხე­ში. ეს მე­თო­დი პრო­დუქ­ტის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა­საც ამ­ცი­რებს. – აპა­რა­ტის შექ­მნის იდეა რო­გორ გაჩ­ნდა? – სა­მეც­ნი­ე­რო ინ­სტი­ტუ­ტი “ოპ­ტი­კა” დი­დი ხა­ნია მუ­შა­ობს მზის ენერ­გი­ის მრა­ვალ­მხრივ გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, ამ და­ნად­გარ­ზეც ამ მიზ­ნით და­ვიწყ­ეთ მუ­შა­ო­ბა,­ საკ­მაო დრო მო­ვან­დო­მეთ მის სრულ­ყო­ფას. მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ მოწყ­ო­ბი­ლო­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა, მზის­კენ მიტ­რი­ა­ლე­ბა უკ­ვე ავ­ტო­მა­ტუ­რად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
საქართველოში ქორწინების შემთხვევები წლიურად თითქმის 9%-ით შემცირდა, განქორწინება კი 3%-ით გაიზარდა
Öncəki yazı
ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ფილიალს აყაჩაღებენ – თავდამსხმელებმა მძევლები აიყვანეს