ლოგისტიკური კომპანია SKYLOG, რომელმაც რამდენიმე თვის უკან ჩინეთიდან საქართველოში ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირება სახმელეთო გზით დაიწყო, გადაზიდვების აქტიურ მოთხოვნაზე საუბრობს.
როგორც SKYLOG-ის დამფუძნებელი გიორგი ზუმბაძე აცხადებს, ამ დროისათვის ჩინეთიდან სახმელეთო გზით ტვირთების ტრანსპორტირებაზე 30%-იანი ზრდა ფიქსირდება.
„აღნიშნულ მარშრუტზე მოთხოვნა არის მაღალი. უკვე 30%-იანი ზრდა გვაქვს. თუმცა დეკემბერში ნაკადები დროებით „მოკვდება“, ჯერ ბუნებრივი პირობების გამო, ლარსი დაიკეტება და პლუს ყაზახეთის ტერიტორიაზე თოვლია.
შემდეგ კი ჩინური ახალი წელი მოდის, იქ ცხადია დასვენებებია. ტვირთბრუნვის აღდგენა მარტიდან დაიწყება“, – აცხადებს გიორგი ზუმბაძე.
სახმელეთო გზით ჩინეთიდან ტვირთი საქართველოში საშუალოდ 20-25 დღეშია. აღნიშნული ტვირთი ჩინეთიდან ჯერ შედის ყაზახეთში და აზერბაიჯანის გავლით ხვდება საქართველოში.
კომპანია SKYLOG საქართველოში ტვირთების ჩამოტანის პარალელურად ახორციელებს ტვირთების ტრანზიტს უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთში, ისრაელში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და ა.შ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
კომპანია SKYLOG არის პირველი კომპანია, რომელმაც მსოფლიო პანდემიის პერიოდში ჩარტერული რეისებით ტვირთები ჩამოიტანა საქართველოში.