This is a specific ad

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო დავაბრუნოთ ევროპულ რეალობაში, რომელიც ქართველმა ხალხმა შექმნა 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე – თინა ბოკუჩავა

26

Another advertisement

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს ოპოზიციურ პარტიებში აფასებენ. მმართველი გუნდის ოპონენტები განსხვავებულად კითხულობენ. ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ აღნიშნული ანგარიშით დადასტურდა, რომ ქვეყანამ, ევროინტეგრაციის გზაზე, განიცადა უკუსვლა სხვადასხვა ინსტიტუტების მიმართულებით.

“ეს არის აბსოლუტური ტყუილი. კონკრეტული ზარალი გვაქვს მიღებული ამ გადაწყვეტილების შედეგად. ეს არის ზარალი ევროპული პერსპექტივის. ზარალი არის ასევე კონკრეტულად მატერიალური. იმიტომ რომ ის მხარდაჭერა, რაც წავიდა მოლდოვასა და ალბანეთზე, რა ჩვენ არ ვიმსახურებთ, რომ აქ წამოსულიყო ეს მხარდაჭერა?!“ – განაცხადა კოალიციის “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ანა დოლიძემ.

პლატფორმის “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერმა, თინათინ ბოკუჩავამ კი აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებენ რათა, ქვეყანა ევროპულ გზას დაუბრუნდეს.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო დავაბრუნოთ ევროპულ რეალობაში, რომელიც ქართველმა ხალხმა შექმნა 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე. ჩვენ ამისთვის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან ერთად, რომელთანაც გვაქვს ძალიან ინტენსიური კოორდინაცია, ვართ მზად,“ – აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში შეფასებულია საქართველოს მიერ ცხრა რეკომენდაციის შესრულება.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროკომისიის შეფასებით, 35 თავიდან გასული ერთი წლის განმავლობაში საქართველომ კარგი პროგრესი დააფიქსირა 12 თავზე, გარკვეული პროგრესი 13 თავზე. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს არის დასტური, რომ საქართველო დგამდა მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, მიუხედავად არჩევნებისა, რის გამოც საპარლამენტო საქმიანობისთვის დრო შეზღუდული იყო და მიუხედავად ოპოზიციისა და არასამთავრობოების მოქმედებების. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ანგარიშში უკუსვლა მხოლოდ იმ თავს ეხება, რომელიც მართლმსაჯულებებს და ფუნდამენტურ უფლებებს ეხება.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ერევანსა და მოსკოვს შორის მთელ რიგ საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე უთანხმოებაა – არარატ მირზოიანი
Öncəki yazı
“Taliban”ın yeni fərmanı – qadınlar bir-birinin səsini eşitməsin