This is a specific ad

ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი პარტიის ამომრჩევლის, არამედ ყველას მთავრობად უნდა მოვიდეთ – ხოშტარია

42

Another advertisement

ყველას უხარია ერთმანეთის წარმატება. მე მიხარია ლელოს წარმატება, მე მიხარია ნაციონალური მოძრაობის, ამ კოალიციის წარმატება, მიხარია, რადგან საბოლოო ჯამში ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმ მომენტამდე, როცა დიახ, ჩვენ მოგვიწევს კოალიციურად მართვა. […]

შეგნება იმისა, რომ რამხელა ისტორიული პასუხისმგებლობა გვაქვს [ოპოზიციას], რომ არათუ არ გადაიჩეხოს ქვეყანა, არამედ ის გარღვევა შევასრულოთ. წარმოიდგინეთ, საუკუნეები ევროპაზე მიდიოდა ლაპარაკი, ბრძოლა, თავგანწირვა და დღეს ევროპა გვეუბნება, “კარი ღიაა”.

აი, ეს მისია გვაქვს და ამ მისიასთან შედარებით ყველაფერი მეათასე ხარისხოვანი არის. […]

ვერასდროს ვერ შევიძულებ ქართული ოცნების ამომრჩეველს. ვერასდროს! იმიტომ, რომ ჩვენ უნდა მოვიდეთ არა ჩვენი პარტიის ამომრჩევლების მთავრობად, არამედ ყველა, აბსოლუტურად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მთავრობად. […]

უდიდესი სიურპრიზი ელოდება ქართულ ოცნებას იმიტომ, რომ ის ხალხი, ვინც არის მათ რიგებში და ჰგონიათ, რომ მათ რიგებშია – არ არიან. საქართველოს მოქალაქეები არ არიან ისეთი უღირსები, როგორიც უნდა, რომ წარმოაჩინოს ქართულმა ოცნებამ.

რუსეთსა და ევროპას შორის, ღირსებასა და უღირსობას შორის, უიმედობას, დაპირისპირებასა და ერთიანობას შორის ამ ხალხს არჩევანი გაკეთებული აქვს, სოფელშიც და ქალაქშიც. […]

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი რესურსი ბიძინა ივანიშვილს სიტუაციის შემობრუნების გარეთ არა აქვს, ერთადერთი, მას სჭირდება, რომ გონივრულად მოიქცეს თავისი თავისთვის.

თქვა TV პირველის ეთერში კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
86 წლის ასლან აბაშიძე შვილიშვილებთან ერთად – როგორ ცხოვრობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური მოსკოვში
Öncəki yazı
მე მეეზოვე ვარ, უფრო ქართულად მე მენაგვე მქვია…- განაგრძეთ კითხვა ბმულზე