შსს-ს კამპანიის – “ნუ წაართმევ ბავშვობას” ფარგლებში ფოტოკონკურსი გამოცხადდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კამპანიის – #ნუწაართმევბავშვობას ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გიწვევთ ფოტოკონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 14-დან 24 წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს. ბავშვობის ასაკში ქორწინების უარყოფითი შედეგების შესახებ ფოტო, კონკურსში მონაწილეებმა 2021 წლის 10 ივლისამდე უნდა გამოგზავნონ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: adamianisuflebebi@mia.gov.ge
ჟიურის წევრები გამოავლენენ სამ საუკეთესო ნამუშევარს, რომლებსაც გადაეცემათ ჯილდო:
I ადგილი – წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“-ის 800 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი
II ადგილი – წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“-ის 400 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი
III ადგილი – წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“-ის 300 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი
კონკურსში მონაწილე ყველა პირს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
კონკურსში მონაწილეობის პირობებს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე:
police.ge/page/219