Another advertisement
შოვში კიდევ ერთ დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ.
სამირა ისაევას ძმამ ისკანდერ ისაევამ განუცხადა, დასთან ბოლო კონტაქტი 2 აგვისტოს ჰქონდა. მისი თქმით, შოვში დასასვენებლად წასულმა მისმა დამ და მეზობლებმა ერთ-ერთი კოტეჯი იქირავეს და იქ დარჩენას აპირებდნენ.
“ბოლო ვესაუბრეთ 2 აგვისტოს და გვითხრეს, რომ მამისონის კოტეჯები ვნახეთ და აქ დავიქირავეთ სახლი და უნდა დავრჩეთო. ფოტოებიც ჩაგვიგდეს. მერე ჩაგვიგდეს ერთი ნომერი, რომელიც ეკუთვნოდა მეგი გუტაშვილს, სახლის მეპატრონეაო”,- განგვიცხადა ისკანდერ ისაევამ.
დაუკავშირდით ნომერზე – 557 63 31 12; 568 63 26 26