“შემოთავაზება მივიღე, რომ განვიხილო ნატო-ში ჩვენი ელჩობის თანამდებობა, რისთვისაც ახალ პრემიერს მადლობას ვუხდი. ეს იქნება 4 თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას,“ – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, ნატო-ში საქართველოს ელჩის პოზიციას სავარაუდოდ დათანხმდება, თუმცა, ამისათვის წინ 4 თვე აქვს.
ბურჭულაძის განმარტებით, ამ პერიოდში ის დაისვენებს და მიიღებს გადაწყვეტილებას გავაგრძელებს თუ არა დიპლომატიურ სამსახურს:
„13 წელია საჯარო მოხელე ვარ, მყავს დიდი ოჯახი. შემოთავაზება მივიღე, რისთვისაც ახალ პრემიერს მადლობას ვუხდი, რომ განვიხილო ნატო-ში ელჩობის თანამდებობა. ეს იქნება 4 თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას. ფიქრის დრო მაქვს, ეს 4 თვე იქნება ჩემთვის დასვენების პერიოდი, 13-წლიანი საჯარო მოხელეობის, ასევე, მივიღებ გადაწყვეტილებას გავაგრძელებ თუ არა დიპლომატიურ სამსახურს“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის თქმით, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.
როგორც კობახიძემ მედიას განუცხადა, ბურჭულაძემ თანამდებობიდან გადადგომის სურვილი თავად გამოთქვა.