This is a specific ad

შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სმარტფონების უფასოდ გაცემა დაიწყო – რა ინფორმაციას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო?

49

Another advertisement

შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის ტიპი 1 დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ბავ­შვე­ბის­თვის სის­ხლში გლუ­კო­ზის უწყვე­ტი მო­ნი­ტო­რინ­გის (CGM) უახ­ლე­სი სის­ტე­მე­ბი­სა და მათ გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის უფა­სოდ გა­ცე­მა და­ი­წყო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის ცნო­ბით, კომ­პა­ნია Medtronic-ის უახ­ლე­სი, მე-4 თა­ო­ბის მო­წყო­ბი­ლო­ბა – Guardian 4 მო­ნა­ცე­მე­ბის ასახ­ვი­სათ­ვის კა­ლიბ­რა­ცი­ას არ ითხოვს. “ეს არის დი­ა­ბე­ტის კონ­ტრო­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გია. რო­გორც მე-3, ისე მე-4 თა­ო­ბის მო­წყო­ბი­ლო­ბა მუდ­მივ რე­ჟიმ­ში ზო­მავს გლუ­კო­ზის დო­ნეს, აფიქ­სი­რებს გლუ­კო­ზის მაჩ­ვე­ნებ­ლებს, გა­მოს­ცემს გან­გა­შის სიგ­ნალს, რაც სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბი­სა და სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში მდგო­მა­რე­ო­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. Guardian 4 შეს­წავ­ლი­ლი და დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია 7 წლის და უფ­რო­სი ასა­კის პა­ცი­ენ­ტებ­ში. კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან, არ გა­ი­ცა რე­კო­მენ­და­ცია 7 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში Guardian 4-ის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ტე­მა 7-18 წლის მო­ზარ­დე­ბის­თვის გა­ი­ცე­მა. 7 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის­თვის კი Guardian 3 სენ­სო­რე­ბის გა­ცე­მა გრძელ­დე­ბა. სა­მი­ნის­ტრო აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას ექ­სპერ­ტებ­თან და Medtronic-ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, მათი რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ნი­ხი­ლავს, ასა­კის და­წე­ვი­სა და მე­ო­თხე თა­ო­ბის აპა­რა­ტით, 7 წლამ­დე ბავ­შვე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა სმარ­ტფო­ნებს, გან­ცხა­დე­ბით მო­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის ტიპი 1 დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შვე­ბი, რო­მელ­თა ოჯა­ხის სა­რე­ი­ტინ­გო ქულა არ აღე­მა­ტე­ბა 120 000-ს, ასე­ვე, ოჯა­ხე­ბი, რომ­ლებ­შიც შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლია, 18 წლამ­დე ასა­კის, ორი ან მეტი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი“, – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კონსორციუმი შესაძლოა, ნოერვეგიულმა Equinor-მა დატოვოს – კომპანია აზერბაიჯანიდან გადის
Öncəki yazı
გარდაიცვალა UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი – “ორი წლის განმავლობაში ნიკმა საყოველთაო სიყვარული, ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა”