This is a specific ad

შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა

47

Another advertisement

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს კანონს  “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. კანონი, გარდა 1-ლი-მე-9 მუხლებისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა, ძალაში საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნების დღიდანვე შევიდა. ის მუხლები, რომლებიც გამოქვეყნების შემდგომ მყისიერად არ შევიდა ძალაში, ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 60-ე დღეს.

“დღეს ხელი მოვაწერე კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, კანონის მიდგომა მარტივი და გასაგებია. თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სურთ, უცხო მთავრობების დაფინანსებით, ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იქონიონ გავლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაზე, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი – მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ დგას თითოეული აქტორის უკან.

პაპუაშვილის განმარტებით – “აპოკალიპტურ სურათს გვიხატავდნენ იმ ფონზე, როცა გამჭვირვალობის კანონი ერთადერთ მარტივ ვალდებულებას ადგენს, რომ ორგანიზაციებმა, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურ დაფინანსებაზე მოდის, ყოველწლიურად, წელიწადში ერთხელ დაადეკლარირონ და გაასაჯაროვონ საკუთარი ფინანსები. ეს არის ყველაზე მინიმალური ვალდებულება რაც კი შეიძლება დაწესებულიყო. გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ამაზე ნაკლები ვალდებულება არ არსებობს მსოფლიო მასშტაბით არცერთ სამართლებრივ სისტემაში.”

იმ შემთვევაში თუ არ მოხდება რეესტრში ფინანსური ანგარიშგების წარდგენა, მაშინ ყველა ის არასამთოვრობო ორგანიზაცია, მედია საშუალება თუ სხვა პირი 25 000 ლარის ოდენობით ფულადი სახდელის სახით, 25000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

“ჩვენ ვხედავთ, რომ დროსთან ერთად გაიფანტა დეზინფორმაციით შექმნილი ყველა მითი, დაცხრა ემოციები და რადიკალური ოპოზიციის პროტესტს მიერთებული მოქალაქეებიდან ბევრმა უკვე დაინახა, რომ, სინამდვილეში, გამჭვირვალობის კანონი გაზრდის არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი დამფინანსებლების პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას, გააჯანსაღებს პოლიტიკურ სისტემას, შეასუსტებს დეზინფორმაციას, შეამცირებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას.” – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა, კანონი თავდაპირველი მდგომარეობით 28 მაისს, მას შემდეგ მიიღო, რაც დაძლეულ იქნა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ 19 მაისს კანონზე დადებული ვეტო. კანონპროექტი მიღების შემდგომ გაეგზავნა პრეზიდენტს ხელმოსაწერად რაზედაც მან უარი განაცხადა, კანონით გათვალისწინებული 5 დღის გასვლლის შემდგომ კი კანონს ხელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოაწერა.

Kateqoriya: Siyasət
Sonrakı yazı
“60 დღის შემდეგ დადგება უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების დარეგისტრირების ვალდებულება” – შალვა პაპუაშვილი
Öncəki yazı
“60 gündən sonra xaricdən maliyyə dəstəyi alan təşkilatlar qeydiyyatdan keçməlidir”