This is a specific ad

შავი ყუთი გაშიფრულია! – რა დეტალები ხდება ცნობილი ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფაზე

33

Another advertisement

ყაზახეთში მომხდარი ავიაკატასტროფიდან 2 კვირა გავიდა.  ბრაზილიის ავიაკატასტროფების გამოძიებისა და პრევენციის ცენტრმა (CENIPA) ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთის გაშიფვრა დაასრულა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მონაცემები უკვე გადაეცა ყაზახეთის საგამოძიებო ორგანოებს საერთაშორისო პროტოკოლების შესაბამისად.

გამოძიების შედეგები ყაზახეთის მიერ ანალიზდება და გამოქვეყნდება.

შავი ყუთის გაშიფვრის პროცესს ესწრებოდნენ ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის წარმომადგენლები.

ყაზახეთის მთავრობის კომისია გამოძიების პირველ შედეგებს 30 დღეში გაასაჯაროებს.

ცნობისთვის, გასაჯაროვდა პილოტისა და გროზნოში ავიაციის მართვის ოპერატორის საუბრის სტენოგრამა. გაირკვა, რომ ფრენის დროს პილოტს სანავიგაციო სისტემის სიგნალის შეფერხება ჰქონდა, რომელსაც სავარაუდოდ უკრაინული დრონების იერიშების საშიშროების გამო რუსი სამხედროები ახშობდნენ. როდესაც პილოტი გროზნოში დაშვებას ცდილობდა, მართვის პანელიდან “ჯიპიესის” სისტემა ითიშებოდა. დისპეჩერი კი ე.წ. “”რადარ კონტაქტს”” კარგავდა.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
“არც სლოვაკეთი და არც ევროკავშირი არ არიან საომარ მდგომარეობაში, ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, შევეგუოთ ზელენსკის ავანტიურას” – რობერტ ფიცო
Öncəki yazı
„ტელეგრაფი“: ზელენსკი პრეზიდენტად კენჭისყრას მეორე ვადით აპირებს