შავი ზღვის კაბელის პროექტი ყველაზე სტრატეგიულია, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია – გიორგი აბრამიშვილი

1

შავი ზღვის კაბელის პროექტი, ყველაზე სტრატეგიულია, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ეს იქნება პირველი ფიზიკური საზღვარი ევროპასთან, როცა ჩვენ სხვა შუამავალი ქვეყნების გარეშე დავუკავშირდებით ევროპის ენერგეტიკულ ქსელს, – ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს განახლებადი და მწვანე ენერგია უნდა გახდეს მთავარი საექსპორტო პოტენციალი შემდგომი 10-15 წლის განმავლობაში.

2022 წლის 17 დეკემბერს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.„დღეს ჩვენი საექსპორტო პოტენციალი არის მადნეული, ფეროშენადნობები, რომელიც ამოწურვადია. ქვეყანას ჭარბად აქვს მწვანე და განახლებადი ენერგია და ამ პოტენციალის სწორად ათვისების შედეგად უნდა მოხდეს ის, რომ ეს უნდა იყოს მთავარი საექსპორტო მიმართულება, რომლის მიწოდებაც მოხდება ევროპაში. . ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მალე უნდა დასრულდეს და რა ინფორმაციაც მაქვს საკმაოდ პოზიტიურია. მოლოდინი დადებითი გვაქვს და იმედი გვაქვს მალე დაიწყება ამ პროექტის განხორციელება“,- აღნიშნავს აბრამიშვილი. ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) იქნება, ხოლო სიმძლავრე – 1000 მგვტ. წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტელეკომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის.

0
0
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Yüksək təzyiqi aşağı salan DÖRD MEYVƏ
Öncəki yazı
2024 წელს რეფერენტული ფასი, მიმოქცევაში არსებულ, ყველა მედიკამენტებზე გავრცელდება