This is a specific ad

ყოველთვის, როცა გარკვეულ გადაწყვეტილებას ვიღებთ, საზოგადოებას მაქსიმალურად ფართოდ უნდა განვუმარტოთ ამ გადაწყვეტილების შინაარსი და მიზეზები – პრემიერი

58

Another advertisement

გადაწყვეტილებები ყველა თემასთან დაკავშირებით მიღებული უნდა იყოს საზოგადოებასთან, სპეციალისტებთან, დარგის წარმომადგენლებთან ძალიან ფართო კონსულტაციების საფუძველზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ყოველთვის, როცა გარკვეულ გადაწყვეტილებას ვიღებთ, საზოგადოებას მაქსიმალურად ფართოდ უნდა განვუმარტოთ ამ გადაწყვეტილების შინაარსი, მიზეზები. ეს უნდა იყოს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპი.

ერთ-ერთი აქტუალური საკითხია რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი და ამ შემთხვევაშიც გვჭირდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან, საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაცია იმისთვის, რომ სათანადო გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Sarımsağın faydaları – Bu xəstəliklərə çarədir
Öncəki yazı
იაპონია უკრაინას ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის 106 მილიონ დოლარს გამოუყოფს