This is a specific ad

ყველაზე შთამაგონებელი ფესტივალი კავკასიაში – „ერთიანი კავკასია“ – „ONE CAUCASUS”

153

Another advertisement

2023 წლის 24- 27 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ – „ONE CAUCASUS” გაიმართება.

ფესტივალი One Caucasus მარნეულში 2014 წლიდან იმართება და ის მუნიციპალიტეტში ერთადერთი საერთაშორისო ფესტივალია.

One Caucasus-ს ყოველწელს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მდებარე პატარა სოფელი – წერაქვი მასპინძლობს. ფესტივალი მუსიკალურ ნაწილთან ერთად სხვადასხვა სახის ვორქშოფებს და აქტივობებს მოიცავს.

ფესტივალის მთავარი მიზანია შექმნას შთამაგონებელი და უსაფრთხო სივრცე სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.

“კავკასია იტანჯება სხვადასხვა კონფლიქტით. ჩვენ გვსურს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, შევქმნათ შთამაგონებელი და უსაფრთხო გარემო მთელი კავკასიის ახალგაზრდების დამეგობრებისა და თანამშრომლობისათვის. ქვემო ქართლი ერთდროულადაა სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსაზღვრე რეგიონი. ეს ის ადგილია სადაც სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლები მშვიდობიანად ცხოვრობენ უკვე მრავალი წელია. ქვემო ქართლი უნიკალური და იდეალურია One Caucasus პროგრამის იდეისა და ფორმატისათვის.” – აღნიშნულია One Caucasus-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

One Caucasus-ი ყოველწლიურად თავს უყრის მუსიკოსებს, ხელოვანებს, არქიტექტორებს, განმანალებლებსა და მოხალისეებს მთელი მსოფლიოდან. ყოველ წელს უამრავი უცხოელი მოხალისე სხვადასხვა კონტინენტიდან ქმნის One Caucasus ფესტივალის მრავალფეროვან პროგრამას. ფესტივალი მოიცავს სამხატვრო/არტ პროექტებს (ფილმები, ინსტალაციები და სხვ.), რასაც ქმნიან ქვემო ქართლელი ახალგაზრდები One Caucasus საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.

აღვნიშნოთ რომ, ფესტივალზე ტრანსპორტი, დარჩენა და დასწრება სრულიად უფასოა.

Sonrakı yazı
Qafqaz regionunda keçirilən ən möhtəşəm Beynəlxalq Musiqi Festivalı – “ONE CAUCASUS”
Öncəki yazı
საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს