Another advertisement
აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონში, ყაზახის რაიონის სოფელ მეორე შიხლიში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკუთრებაში არსებული “ლექსუსის” მარკის ავტომობილი ამობრუნდა, რისი მიზეზიც მისი მწყობრიდან გამოსვლა და მასზე კონტროლის დაკარგვა აღმოჩნდა. არიან დაშავებულები, მათი ვინაობა ცნობილია. შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა.
QafqazTurk მედია აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ავტოავარიაში აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები მოჰყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, 1955 წელს დაბადებული მალხაზ ხულორდავა და 1956 წელს დაბადებული ლალი თოდუა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო, სამაშველო სამსახური და პოლიცია. დაშავებულები საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილი, ამჟამად არსებული ინფორმაციით დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.