This is a specific ad

ყაზახეთში წყალდიდობას ებრძვიან

48

Another advertisement

ყაზახეთის ათ რეგიონში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 72 200-ზე მეტი ადამიანი. ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ორის პირია გარდაცვლილი, რამდენიმე ათეული ადამიანი კი დაკარგულად გამოცხადდა.

როგორც ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური იტყობინება, დატბორილია 5000-ზე მეტი სახლი, წყლით არის დაფარული საავტომობილო გზები. სატრანსპორტო მოძრაობა შეწყვეტილია 61 დასახლებულ პუნქტში. ჩანგრეულია ხიდები და ჰიდროტექნიკური ნაგებობები.

ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებით, ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სტიქიურ უბედურებას ებრძვიან. ყაზახეთში თითქმის ყოველ გაზაფხულზე იწყება თოვლის დნობით გამოწვეული წყალმოვარდნები.

როგორც რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური წერს, მიუხედავად მთავრობის მუდმივი განცხადებებისა, რომ ისინი პრევენციულ ზომებს იღებენ მსგავსი შედეგების თავიდან ასარიდებლად, წლევანდელმა წყალდიდობამ დაადასტურა, რომ რეალობა რადიკალურად განსხვავებულია.

არასაკმარისი და უხარისხო დამცავი ნაგებობების (ჯებირების) გარდა, პრობლემად წყალსაცავების არასწორად ექსპლუატაცია და მდინარეების სათავეების და არხების დაბინძურება სახელდება.

ყაზახეთის პრეზიდენტმა თანამდებობიდან ვიცე-პრემიერი, რომელიც საგანგებო სიტუაციების სფეროს ხელმძღვანელობდა გაათავისუფლება დაკავებული პოზიციებიდან. გენერალურმა პროკურატურამ კი გამოძიება ბიუჯეტის სახსრების არამიზნობრივად გამოყენების სავარაუდო ფაქტებზე დაიწყო.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
Öncəki yazı
Rusiyanın Orsk şəhərində daha bir çay daşdı: Sakinlərin yeni təxliyəsinə başlandı – VİDEO