This is a specific ad

ყაზახეთი და აზერბაიჯანი ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას განიხილავენ

105

Another advertisement

ყაზახეთი და აზერბაიჯანი ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას განიხილავენ

ყაზახეთი და აზერბაიჯანი ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესაძლებლობას განიხილავენ. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრ ალმასადამ სატკალიევმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რასაც სააგენტო Trend ავრცელებს.

„ჩვენ უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყაზახური ნავთობის ექსპორტის შესახებ და ამჯერად ბაქო-სუფსის მილსადენით მიწოდების დაწყების შესაძლებლობა განიხილება,” – ამბობს მინისტრი.

მისი თქმით, ორივე ეს მიწოდება ყაზახური ნავთობის ტრანზიტის შესახებ ადრე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად ხორციელდება.

მანამდე აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1,125 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობი გადაიქაჩება. კერძოდ, შაჰბაზოვის ცნობით, „აზერბაიჯანი ყოველთვიურად ყაზახური ნავთობით დატვირთულ 12-დან 14-მდე ტანკერს იღებს.“

„მხარეებს შორის გაფორმებული პირველადი შეთანხმება წელს 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას ითვალისწინებდა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მიწოდება მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, წლის ბოლომდე 1,125 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას შევძლებთ,“ – აცხადებს შაჰბაზოვი.

ამასთან, ყაზახეთის ეროვნული კომპანია, „ყაზმუნაიგაზი“ ავრცელებს ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობა 5,8%-ით გაიზარდა და 39,3 მილიონი ტონა შეადგინა. კომპანიის მონაცემებით, მაგისტრალური მილსადენებით ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობა 4,9%-ით გაიზარდა და 34 მლნ ტონა შეადგინა. ზრდის ხელშემწყობ მთავარ ფაქტორად კომპანია ასახელებს „ყაზტრანსოილის“ სისტემით კაშაგანისა და თენგიზის საბადოებიდან ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის ზრდას, რაც როგორც სამარისა და კასპიის მილსადენის კონსორციუმის მიმართულებებს, ასევე, აქტაუ-ბაქოს პორტის მიმართულებით ტრანსპორტირებას მოიცავს.

ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირების მთლიანი მოცულობა 12%-ით გაიზარდა და 5,2 მლნ ტონას მიაღწია. საანგარიშო პერიოდში ზრდის მთავარი ფაქტორი კასპიის მილსადენის კონსორციუმიდან შავი ზღვის გავლით რუმინეთის პორტ მიდიამდე ნავთობის ტრანსპორტირების აღდგენაა.

აღსანიშნავია, რომ „ყაზმუნაიგაზის“ მიერ ნავთობისა და გაზის კონდენსატის წარმოებამ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 11,7 მლნ ტონას მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 10,1%-ით აღემატება.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
Bir az da poeziya… ŞEİRLƏR
Öncəki yazı
Qazaxıstan və Azərbaycan neftin Bakı-Supsa kəməri ilə nəqli imkanlarını müzakirə edirlər