This is a specific ad

ქურთლიარის მოსახლეობა სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის მოწყობას ითხოვს

45

Another advertisement

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქურთლიარის მოსახლეობა სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის მოწყობას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ქუჩაზე მანქანები ძალიან სწრაფად მოძრაობენ.

“რამდენიმე დღის წინ აქ სკოლის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა. მთელი სოფელი შეგვძრა ამ ამბავმა. მადლობა ღმერთს რომ მოზარდის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია”-აღნიშნა სოფლის მკვიდრმა .

“ამ მაღაზიის წინ ტრამპლინია საჭირო. აქ როგორც დიდი, ისე პატარა ბავშვები დადიან და გზას კვეთენ, ძალიან გვიჭირს ამ ქუჩაზე გზის გადაკვეთა”- აღნიშნა ქურთლიარის მოსახლემ

შეგახსენებთ , რომ რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა, რის შემდგომაც ადგილობრივებმა ითხოვს სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის დამონტაჟებას. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კუთვნილ მანქანებში არაერთხელ გამოვლინდა სხვადასხვა სახის საქონლის უკანონო გადაზიდვის მცდელობა
Öncəki yazı
Günvurma bu şəxslərdə ölümə SƏBƏB OLUR