Another advertisement
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში მშენებარე 9 კმ-იანი გვირაბის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.პროექტის დასრულების შემდეგ, კობის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ზამთარში აღარ შეიზღუდება. უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასთან ერთად, ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროსაც და ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათის ნაცვლად 15 წუთი დასჭირდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.