This is a specific ad

ქვეყნები, საიდანაც III კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა

16

Another advertisement

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: 

პირველ ადგილზეა აშშ – 51.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 16.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო – 45.8 მლნ. აშშ დოლარით (14.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე ნიდერლანდები – 45.3 მლნ. აშშ დოლარით (14.3 პროცენტი).

ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 58.7 პროცენტს შეადგენს.

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი 2023* წლის III კვარტალში:

  • აშშ – 16.4%;
  • გაერთიანებული სამეფო – 14.5%;
  • ნიდერლანდები – 14.3%;
  • თურქეთი – 7,4%;
  • ჩინეთი – 6,1%;
  • ესპანეთი – 5,2%;
  • აზერბაიჯანი – 5.2%;
  • ყაზახეთი – 4,9%;
  • დანია – 4,4%;
  • მალტა – 4.3%;
  • დანარჩენი ქვეყნები – 17.2%. 

2023 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 80.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 25.4 პროცენტია.მეორე ადგილს იკავებს ტრანსპორტის სექტორი – 61.9 მლნ. აშშ დოლარით (19.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი 41.0 მლნ. აშშ დოლარით (13.0 პროცენტი).ხუთი უმსხვილესი ეკონომიკის სექტორის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 77.3 პროცენტს შეადგენენ.2023 წლის დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2024 წლის 15 აგვისტოს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს წინა პერიოდების მონაცემების ცვლილება

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
დიდუბეში ავტომობილი თხრილში ჩავარდა
Öncəki yazı
,,ევროპული ქალაქი“ – დედაქალაქის 2024 წლის საახალწლო სლოგანი იქნება