გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან და სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქვემო ქართლის რეგიონის მმართველთან, ბერდია გოგლოძესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქვემო ქართლის რეგიონის მმართველმა შეხვედრის მონაწილეებს, კომპანიის საქმიანობისა და მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე, იმსჯელეს თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემურ საკითხებზე და გამოწვევების გადაჭრის გზები დასახეს.როგორც გიორგი დოხტურიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტებთან ერთად აქტიურად მუშაობს სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში.
შეხვედრას, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი და რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია ესწრებოდნენ.