This is a specific ad

ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

85

Another advertisement
სოფლების ხანდო, რეხა, ავრანლო, გუმბათისა და არწივანის წყალმომარაგების პროექტები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან, წალკის მუნიციპალიტეტის მერთან, ილია საბაძესთან და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ-დეპუტატთან, გოგი მეშველიანთან ერთად მოინახულა.
სამუშაოების დასრულების შემდგომ ჯამში 18 კილომეტრი წყლის სისტემა მოეწყობა და სულ მალე 3 300 ბენეფიციარი ხარისხიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით შეძლებს სარგებლობას.
პროექტები როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და მათმა ჯამურმა ღირებულებამ 5 მილიონ ლარამდე შეადგინა.
Kateqoriya: Maraqlı, Region
Sonrakı yazı
Hərbi çağırışla bağlı yeni qərar verilib
Öncəki yazı
Bakı-Tbilisi-Ceyhan magistralı ilə nəql olunan neft 7 ayda azalıb