Another advertisement
„ქართულმა ოცნებამ“ პარტიის ყრილობაზე პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა.
მმართველი პარტიის წესდებაში შეტანილი ცვლილებებით, პარტიის თავმჯდომარის გარდა, პოლიტსაბჭოში 15 წევრი იქნება.
ესენი არიან: ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, თორნიკე რიჟვაძე, გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, დიმიტრი სამხარაძე, მარიამ ქვრივიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი.
„ქართული ოცნების“ ყრილობა დასრულდა. ყრილობაზე პარტიაში საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა შემოიღეს და ამ პოსტზე პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს. შესაბამისად, ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა.