This is a specific ad

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი დმანისის მოსახლეობას შეხვდა

57

Another advertisement

“მიხარია, რომ მექნება შესაძლებლობა, კიდევ უფრო მჭიდრო საქმიანი კავშირი მქონდეს ჩემს დმანისელებთან”,-დავით შერაზადიშვილი დმანისის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების: პანტიანის, მთისძირის, ვაკის, ზემო და ქვემო ოროზმანის მოსახლეობას შეხვდა.
დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, შეაჯამა „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული პროექტები და პროგრამები.

„საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტში მორიგი შეხვედრა გავმართეთ. ამჯერად, საინტერესო და გულთბილი საუბარი გვქონდა პანტიანის, მთისძირის, ვაკის, ზემო და ქვემო ოროზმანის მოსახლეობასთან.
ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებსა და 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე. განვიხილეთ „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული პროექტები და პროგრამები.
დმანისი ჩემთვის უცხო არ არის, აქაურობა ჩემი ცხოვრების ნაწილია, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პერიოდი მაქვს გატარებული. მიხარია, რომ მექნება შესაძლებლობა, კიდევ უფრო მჭიდრო საქმიანი კავშირი მქონდეს ჩემს დმანისელებთან.“-განაცხადა დავით შერაზადიშვილმა

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი

Kateqoriya: Cəmiyyət, Siyasət
Sonrakı yazı
Myanmarda daşqın nəticəsində 200-dən çox insan həlak olub
Öncəki yazı
“Gürcü Arzusu”nun təmsilçisi Dmanisi bələdiyyəsində yerli əhali ilə görüşüb