Another advertisement
საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი მზარდ ტრენდზეა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ მსოფლიო ბაზარს 121,829.23 ათასი დოლარის წყალი მიაწოდა, რაც 17%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2022 წლის 11 თვეში საქართველომ ექსპორტზე 104,550.83 ათასი დოლარის წყალი გაიტანა.
2023 წლის 11 თვეში საქართველოდან ექსპორტირებული წყლის მხოლოდ 8%-ი გავიდა ევროკავშირის ბაზარზე.
მიმდინარე სტატისტიკით, ქვეყნიდან ექსპორტირებული მინერალური თუ მტკნარის წყლის (ღირებულებით ჭრილში) ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სადაც 2023 წლის 22 თვეში 57,673.11 ათასი დოლარის ღირებულების წყალი გადაიზიდა.
TOP-5 ბაზარი, სადაც საქართველოს მინერალური და მტკნარი წყლებს ყიდის:
- რუსეთი – 57,673.11 ათასი დოლარი,
- ყაზახეთი – 23,005.14 ათასი დოლარი,
- უკრაინა – 12,645.69 ათასი დოლარი,
- უზბეკეთი – 6,704.02 ათასი დოლარი,
- ლიეტუვა – 6,673.68 ათასი დოლარი.