This is a specific ad

ქართველმა მეზღვაურებმა 34 ადამიანი გადაარჩინეს

9

Another advertisement

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ქართველი კაპიტნის, ვაჟა ჯანგველაძის მეთაურობით, მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში 34 ადამიანი გადაარჩინეს.

 

„20 იანვარს, ღამის საათებში ხმელთაშუა ზღვაში მცურავ გემს, Lider Halil-ს კუნძულ კრეტას სამაშველო სამსახური დაუკავშირდა და მათთან ახლოს მყოფი მიგრანტების ნავის შესახებ შეატყობინა, სადაც ოცდახუთამდე ადამიანი იმყოფებოდა და შველას ითხოვდა.

ქართველი კაპიტნის, ვაჟა ჯანგველაძის მეთაურობით, დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო-სამძებრო ოპერაცია, რომელიც 3 საათი გაგრძელდა (20:00-23:00). ეკიპაჟის პროფესიონალიზმისა და ძალისხმევის წყალობით, 34 ადამიანი სიკვდილს გადაურჩა.

 

აღსანიშნავია, რომ ეკიპაჟის 14 წევრიდან სამი ქართველი მეზღვაურია: კაპიტანი ვაჟა ჯანგველაძე, უფროსი თანაშემწე როდამ ფუტკარაძე და მეორე მექანიკოსი ჯივან გურგენიძე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ვის გაეზრდება ხელფასები?
Öncəki yazı
2023 წლის 4 სექტემბრიდან დღემდე გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3243 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს